ბოლო 24 საათში ფილიპინებში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ფილიპინებში კორონავირუსის 4 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ფილიპინების ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საერთო ჯამში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 126 885 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2209 ადამიანი გარდაიცვალა.