ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სამხედრო მოლაპარაკებები გამართეს
ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ სამხედრო მოლაპარაკებები გამართეს.
შეხვედრა პანმუნჯომის დემილიტარიზებულ ზონაში, გენერლების დონეზე შედგა.
მხარეები შეთანხმდნენ მომავალ სირთულეებსა და გამოწვევებს ურთიერთგაგებით გაუმკლავდნენ, რომელიც დაფუძნებული იქნება კორეათა შორის სამიტზე.
დელეგაციის წევრები ასევე შეთანხმდნენ, დაიწყონ სამხედრო დაძაბულობის განსამუხტად გზების ძიება და დაგეგმონ შეხვედრა მინისტრების დონეზე. ასევე დაპირებისამებრ, აამოქმედონ ცხელი ხაზი სამხედრო უწყებათა შორის დონეზე.