დიდი ქართველი მწერლის, მეიგავის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წელი ბოლნისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
ღონისძიება ბოლნისის კულტურის სახლში ბონდო კობაძის წიგნის „სულხან-საბა ორბელიანი 360“ პრეზენტაციით გაგრძელდა.
„საბაობა 2018“ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „სიბრძნე სიცრუისა“ დასრულდა.