ბოლნისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ოთხი ფაქტი გამოვლინდა
ბოლნისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ოთხი ფაქტი გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ოთხი ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში 24 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ავტომანქანები დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.