ბოლნისში ცოტა ხნის წინ ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღეს. გამოკვლეულ 52 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა. აღნიშნული ბიოლოგიური ნიმუშები ქალაქ ბოლნისში ეპიდემიოლოგებმა მიზნობრივი ჯგუფებისგან აიღეს.
ბოლნისში გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რეგიონში „კოვიდ-19“-ისგან 75 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში, ბოლნისში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 75 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი, გარდაიცვალა.