ბოლნისში გამოკვლეულ 52 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:20, 22.05.2020

ბოლნისში ცოტა ხნის წინ ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღეს. გამოკვლეულ 52 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა. აღნიშნული ბიოლოგიური ნიმუშები ქალაქ ბოლნისში ეპიდემიოლოგებმა მიზნობრივი ჯგუფებისგან აიღეს.

ბოლნისში გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რეგიონში „კოვიდ-19“-ისგან 75 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში, ბოლნისში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 75 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი, გარდაიცვალა.

მსგავსი