ბოლნისში დაკარგული ცხრა წლის ბავშვი იპოვეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ბავშვი ბოლნისიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ მუშევანში იპოვეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოზარდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.