ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის ერთ-ერთ მოტივად მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებული დაპირისპირება სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.