ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს

15:43, 21.03.2018

ბოლნისში ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის ერთ-ერთ მოტივად მიწის ნაკვეთის ირგვლივ არსებული დაპირისპირება სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

მსგავსი