ბოლნისში „ბოლნისქალაქობა 2018“ აღინიშნება [ფოტო]
ბოლნისში „ბოლნისქალაქობა 2018“ აღინიშნება [ფოტო]

ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2018“ იმართება. აღნიშნული ღონისძიება გასულ წელს დაფუძნდა, რომელიც ეძღვნება გერმანელი კოლონისტი მიგრანტების ჩამოსახლებასა და მათ მიერ იმჟამინდელი ეკატერინენფელდის (ახლანდელი ბოლნისი) დაარსებიდან 200 წლისთავის საიუბილეო თარიღს.

სახალხო დღესასწაული 14:00 საათზე დაიწყო. ბოლნისის ისტორიულ უბანში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა გამოფენა; წიგნის „ბოვნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“ გამოფენა, რომლის ავტორია პეტრე დანელია; ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები; სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა; ბოლნისის მუნიციპალური თეატრის წარმოდგენა; ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია სივრცე; ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევართა გამოფენა და მცირე კონცერტები; ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი; საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება.

დღის ბოლოს კი ბოლნისქალაქობას სუხიშვილების კონცერტი დაასრულებს.