ბოლნისში არარეგისტრირებულმა კიდევ 47-მა ადამიანმა დღეს მუნიციპალიტეტი დატოვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მოქალაქეების გადაყვანის მეექვსე ეტაპი დღეს განხორციელდა და ბოლნისიდან არარეგისტრირებული 47 პირი გაიყვანეს.
ბოლნისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბოლნისის ტერიტორიიდან საკარანტინო ზონაში დარჩენილი მოქალაქეების გადაყვანა სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსითა და შესაბამისი წესის დაცვით ხდება.
მოქალაქეები, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს დატოვებენ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტი უკვე ბოლნისში არარეგისტრირებულმა ორასამდე პირმა დატოვა.