ბოლნისის მუნიციპალიტეტი კიდევ 24-მა არარეგისტრირებულმა მოქალაქემ დატოვა
ბოლნისიდან იმ პირთა გაყვანის მესამე ეტაპი განხორციელდა, რომლებიც მუნიციპალიტეტში არ არიან რეგისტრირებულები და ტერიტორიაზე დარჩენა მოუწიათ მას შემდეგ, რაც იქ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.
ამ დროის მონაცემებით, ტერიტორია უკვე დატოვა 153-მა პირმა და სურვილის შემთხვევაში, მსგავსი კატეგორიის მოქალაქეების ტერიტორიიდან გაყვანა მომავალშიც გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ყველა მოქალაქე, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ტოვებს, თბილისსა და რუსთავში განთავსებულ სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო ზონებში განთავსდება. ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.