ბოლნისის „სიონმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „სამტრედია“ 4:0 დაამარცხა და უმნიშნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ამ გამარჯვებაში დიდი როლი დავით კირკიტაძემ ითამაშა, რომელმაც ოთხივე გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო – თავად სამი გოლი გაიტანა და მეოთხე გოლის ავტორს, ბიძინა მახარობლიძეს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
26 წლის თავდამსხმელი წელს „სამტრედიაში“ თამაშობდა, მაგრამ ზაფხულში, გუნდის რეორგანიზაციის დროს, მისი დატოვება მოუხდა.
კონკურენტთან გამარჯვებით „სიონმა“ 16 ქულა დააგროვა, „სამტრედია“ უკვე 7 ქულით ჩამოიტოვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.