ბოლნისის „სიონმა“ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი საქართველოში დაასრულა და თურქეთში გაემგზავრა.
ბოლნისელები მზადების მეორე ეტაპს 8-დან 20 თებერვლამდე ბელექში გააგრძელებენ და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
ბოლნისის „სიონმა“ საღამოს პირველი მსუბუქი ვარჯიში გამართა. ხვალიდან კი, გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას სრული დატვირთვით შეუდგება.
გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ შალამბერიძის გადაწყვეტილებით, თურქულ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გაემგზავრა, მათ შორის ცხრა ახალწვეულია.
„სიონი“ ამხანაგური მატჩები ოთხის ქვეყნის გუნდებთან დაგეგმა:
9 თებერვალი – მელეცის „სტალი“ (პოლონეთი)
13 თებერვალი – „ორენბურგი“ (რუსეთი)
16 თებერვალი – „ჰერსინგორი“ (დანია)
19 თებერვალი – „კოლოსი“ (უკრაინა).