თურქულ შეკრებაზე ბოლნისის „სიონმა“ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. თემურ შალამბერიძის გუნდი პოლონეთის პირველი დივიზიონის მესამეადგილოსან „სტალ მიელეს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
„სიონი“: ზარქუა, ხეცურიანი, თომაშვილი, აფაქიძე, ხმალაძე, თარხნიშვილი, სიხარულია, უგრეხელიძე, უგულავა, კირკიტაძე, ვ. ისიანი.
სათადარიგოები: ლ. ისიანი, ხვადაგიანი, ქიქავა, რაჟამაშვილი, ლეჟავა, მანაგაძე, მესხი, მაქაცარია.
„სიონი“ მორიგ საკონტროლო მატჩს 13 თებერვალს გამართავს. ბოლნისელთა მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის „ორენბურგი“ იქნება.