ბოლნისის მუნიციპალიტეტში მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დაიწყეს [ფოტო]
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დაიწყეს.
სამედიცინო შემოწმებას ოჯახისა და სოფლის ექიმები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ჯგუფები აწარმოებენ.
მედიკოსებს აქვთ სპეციალური კითხვარები, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა შეავსონ.
ასევე, დღეს სამედიცინო შემოწმება კიდევ ერთხელ ჩაუტარდა სოფელ ნახიდურში, თვითიზოლაციაში მყოფ რამდენიმე ოჯახს.
ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა მარნეულში დაინფიცირებული ქალბატონის დას, რომელიც ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია.
„ერთ ქალბატონს ჰქონდა ტემპერატურა და გადაიყვანეს კარანტინში, ოჯახის სხვა წევრებს სიმპტომები არ აღენიშნებათ. ვატარებთ შემოვლას, ვუზომავთ მოსახლეობას ტემპერატურას და სიმპტომების შემთხვევაში, ვიძახებთ სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას. ყველა სახლშია და ერიდებიან გარეთ გამოსვლას“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოჯახის ექიმმა ეივაზ ისაევმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამდროისთვის მედიკოსების 15 ჯგუფი მუშაობს.