ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, სადაც დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველები მუშაობენ [ფოტო/ვიდეო]
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
ადგილზე შეკრებილნი არიან სოფლის მცხოვრებლები. ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცველებს მათი თანასოფლელის გამოკითხვაზე წაყვანა უნდათ, თუმცა გამოძიებას არ ენდობიან და მას არ გაატანენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.