ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან მოიხსნება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დღეიდან მოიხსნება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანი გადწყვეტილება, რომელიც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ გეტას. მოგეხსენებათ, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს და ეს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სოფელ გეტაში დღეიდან მოიხსნება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 15 მაისს დაწესდა.