ბოლნისი მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულმა კიდევ 64-მა პირმა დატოვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული პირების გაყვანის მორიგი, მერვე ეტაპი განხორციელდა.
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ცნობით, მუნიციპალიტეტი დღეს 64-მა პირმა დატოვა, რომლებიც არ არიან ადგილზე რეგისტრირებული და ტერიტორიაზე მას შემდეგ ჩარჩნენ, რაც ბოლნისი მკაცრ საკრანტინო ზონად გამოცხადდა. ასევე, მუნიციპალიტეტი დატოვა იმ რამდენიმე პირმაც, რომელთაც სხვა ქალაქში აქვთ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და სამუშაო ადგილი.
ჯანდაცვის სამინისტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ყველა მათგანი მოწყობილ საკარანტინო ზონაში გადავიდა და ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
საერთო ჯამში, უკვე 394-მა მოქალაქემ დატოვა ბოლნისი მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.