ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ხეანინე ანიესს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ხეანინე ანიესმა განაცხადა, რომ მომდევნო 14 დღე თვითიზოლაციაში იქნება, თუმცა მუშაობას დისტანცირების რეჟიმში, პრეზიდენტის რეზიდენციიდან გააგრძელებს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ბოლივიაში „კოვიდ-19“-ის 42 984 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 1 577 ლეტალური აღმოჩნდა.

ბოლივიის მთავრობაში ახალი კორონავირუსი უკვე სამ მინისტრს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრს, ეიდი როკას დაუდასტურდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს, რის შედეგადაც ბოლივიის ზოგ რეგიონში ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია.