ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი ორი წლის ბავშვია
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 17 პაციენტიდან, ორი გამოჯანმრთელდა.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი ბოქსირებულ სექტორში, დადასტურებული კოვიდ19-ის დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს.
„17 პაციენტიდან არის ორი გამოჯანმრთელდა, რაც ძალიან კარი ამბავია. გამოჯანმრთელებულია ორი წლის ბავშვი. ამასთან კლინიკაში დაგვემატა ერთი ბავშვი, მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა, გადმოყვანილია ქუთაისიდან და გახდა 17 დადასტურებული პაციენტი. ეს პაციენტი არის სვანეთის კლასტერი, ეს არის ხუთი წლის ბავშვი გამოხატული პნევმონიით. დანარჩენი პაციენტებიდან ერთი რჩება საყურადღებო, რვა პაციენტი ამ ეტაპისთვის ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა შეიძლება ეს რაოდენობა გაიზარდოს. გამოჯანმრთელებულ ბავშვს თუ აღარ ჩავთვლით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ბავშვი რჩება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.