ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი 17 წლისაა
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი 17 წლისაა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი 17 წლის ახალგაზრდაა.

17  წლის პაციენტი იმ სამი ინფიცირებულის ოჯახის წევრია, რომელებიც საქართველოში ამერიკიდან დაბრუნდნენ.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, ოთხივე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სიმპტომები კი თავდაპირველად სამ მათგანს დაუდგინდა.

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

კლინიკაში სულ 17 პაციენტი რჩება, მათ შორის ოთხი ინფიცირებული.