ბოჭორიშვილის კლინიკიდან კვლევაში დღეს 17 პაციენტი ჩაერთვება, მათ შორის ხუთი გამოჯანმრთელებაზე პასუხს ელოდება
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში შვიდი ახალი ინფიცირებული პაციენტი დაემატათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბოჭორიშვილი სახელობის კლინიკაში განუცხადეს. მათი განცხადებით, შვიდივე ახალი პაციენტი ე.წ ბოლნისის კლასტერიდანაა.
საერთო ჯამში, ბოჭორიშვილის კლინიკაში 56 პაციენტი მკურნალობს, აქედან 33 კოვიდდადებითი პაციენტია.
ბოჭორიშვილის კლინიკიდან ლაბორატორიაში დღეს კვლევისთვის 17 პაციენტის მონაცემებია გაგზავნილი, აქედან ხუთის პაციენტის შემთხვევაში გამოჯანმრთელების პასუხს ელოდებიან.