ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ ორი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოში მოთავსებულ ორი წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ განცხადება კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
„დღეს შემოიყვანეს ორი წლის ბავშვი, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი. ბებიას და ბაბუას აქვს დადასტურებული და ამ ბავშვსაც დაუდასტურდა. ემ ატაპზე არის უსიმპტომო, სტაბილურია მისი მდგომაროება, დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა“,- აცხადებენ კლინიკაში.
ამ დროისთვის კლინიკაში 11 პაციენტი იმყოფება, მათგან ხუთი კორონავირუსული ინფექციით.
„მეხუთე დღეს დამეტა, სტაბილური პაციენტები არიან“ ,- განაცხადეს კლინიკაში.
ქვეყანაში კორონავირუსის სულ 79 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 10 გამოჯანმრთელებულია.