ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც თეთრიწყაროში ე.წ. ექიმების კლასტერის კონტაქტია
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 42 პაციენტი მკურნალობს. მათგან მხოლოდ ერთია რეანიმაციულ განყოფილებაში.
ინფექციონისტ ეკა ჭოლაძის ინფორმაციით, კლინიკას დღეს ჰყავს ახალი შემთხვევა, 79 წლის ქალი, რომელიც თეთრიწყაროში ე.წ. ექიმების კლასტერის კონტაქტია. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
„ამ ეტაპზე ბოჭორიშვილის კლინიკაში არის 50 პაციენტი, აქედან 42 დადასტურებული შემთხვევა. 18 წლამდე მოზარდი არის 12. ერთი განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს ახალი დადასტურებული შემთხვევა, 79 წლის ქალბატონი თეთრიწყაროს რაიონიდან, მისი მდგომარეობა არის ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმის. პაციენტი არის ასაკოვანი, ჩივილებს ნაკლებად წარმოადგენს, თუმცა ასაკით გათვალისწინებული არის რიგი ცვლილებები. გაკეთებულია კვლევა, ველოდებით პასუხებს. გამოჯანმრთელებული პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს. კვლევაში ამ ეტაპზე ვრთავთ ერთ პაციენტს, დანარჩენი შემოსულები ჩაერთვებიან დილით“, – განაცხადა ეკა ჭოლაძემ.