ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ხუთი პაციენტი საყურადღებოა
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ხუთი პაციენტი საყურადღებოა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ ეტაპზე 66 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან 59 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა.

როგორც კლინიკის ინფექციონისტმა, მანანა ხოსიტაშვილმა განაცხადა, ინფიცირებულტაგან ათი მცირეწლოვანია.

მისივე თქმით, კლინიკაში ორი ახალი პაციენტი ჰყავთ, დედა-შვილი, რომელთა კლასტერიც ამ დროისათვის ცნობილი არ არის.

„ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მისი მდგომარეობა მოგეხსენებათ მძიმეა. ამასთან, ათი პაციენტია, რომელთა მდგომარეობაც შედარებით მძიმეა, ხუთი კი საყურადღებო პაციენტია. კლინიკაში დღეს მიღებული ანალიზები ყველა უარყოფითია.

ორი პაციენტი მივიღეთ ახალი, რომელთაც ჩვენს კლინიკაში არ აქვთ დადასტურებული ინფექცია. ახალი პაციენტების კლასტერები ჯერ არ არის ცნობილი, კვლევა მიმდინარეობს. დედა-შვილი გახლავთ და ორივეს მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე. რეანიმაციაში მყოფი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. აქვს ორმაგი პნევმონია და თანმდევი ქრონიკული დაავადებები.

ორი ახალი პაციენტი იქნება დილით გასატესტი, ასევე ერთი განმეორებითი ტესტირება იგეგმება, თუმცა ღამის განმავლობაში შეიძლება დაემატოს“,  – აცხადებს ინფექციონისტი.