ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა მძიმეა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 30 კოვიდინფიცირებულებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ინფიცირებულთაგან ოთხი არასრულწლოვანია, ოთხი კი კლინიკის მედპერსონალი.

ამასთან, კლინიკაში აღნიშნავენ, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე, რომელიც მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.