ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი ახალი პაციენტი ჰყავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ინფექციონისტმა, მანანა ხოსიტაშვილმა განუცხადა.
ინფექციონისტი აცხადებს, რომ დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა სტაციონარი.
„ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპისთვის მკურნალობას განაგრძობს 59 პაციენტი. აქედან 52 კოვიდინფიცირებულია, ცხრა პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა. დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა სტაციონარი. ასევე, გვყავს სამი ახალი გამოჯანმრთელებული. ოთხი პაციენტის პასუხს ველოდებით ხვალისთვის.
პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აქედან, ხუთის მდგომარეობა არის საყურადღებო. რეანიმაციაში ამ ეტაპისთვის არც ერთი პაციენტი არ არის. ხვალისთვის, კვლავ ველოდებით გამოჯანმრთელებულ პაციენტებს“, – განაცხადა მანანა ხოსიტაშვილმა.