ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი ჰყავს. ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სოლოღაშვილი აცხადებს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე წუთში დატოვებს და თვითიზოლაციაში გადაინაცვლებს.

მაია სოლოღაშვილის თქმით, ამ დროისთვის ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში სულ 11 ინფიცირებული იმყოფება. მათ შორის ორი ახალი პაციენტია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანის შემთხვევა ქვეყნის შიგნით გადაცემას უკავშირდება. ერთ-ერთი 13 წლის მოზარდია, რომელსაც ოჯახის ინფიცირებულ წევრთან ჰქონდა კონტაქტი. მასთან დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

დღეს კლინიკაში ოთხი პაციენტის ტესტების შედეგებს ელოდებიან. რამდენიმე დღეში განმეორებითი ანალიზები ჩაუტარდება რამდენიმე კვირის წინ ბოქსირებულ სექტორში მოთავსებულ
ორ პაციენტსაც.