ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 18 წლამდე ასაკის პაციენტი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდნენ
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს
მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი. საუბარია 18 წლამდე მოზარდსა და 88 წლის ქალზე.
„გვაქვს გამოჯანმრთელება ერთი 18 წლამდე მოზარდის და 88 წლის ქალბატონის. ათი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.