ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი საყურადღებოა
ბოჭორიშვილის კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში ასევე მოთავსებულია ორი ახალი ინფიცირებული პაციენტი, რომლებიც ახალი კორონავირუსის სიმპტომებით მარნეულის ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს. ორივე მათგანი ე.წ. მარნეულის კლასტერს განეკუთვნება.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით სულ 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან საყურადღებო სამია. კლინიკაში ასევე მოთავსებულია 18 წლამდე ასაკის ექვსი მოზარდი, რომლებთანაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.