ე.წ. რუსთავის კლასტერიდან კორონავირუსი ორ ბავშვს აქვს დადასტურებული
ე.წ. რუსთავის კლასტერიდან კორონავირუსის დიაგნოზით ორი ბავშვი მკურნალობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალვინა ჯავახაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დედას და კიდევ ორ ბავშვს კოვიდ19 არ დაუდასტურდათ.
„ერთ-ერთი კლასტერიდან, რომელიც ცნობილია, როგორც რუსთავის კლასტერის სახელწოდებით, იქიდან ჩვენს კლინიკაში შემოსული არის ოთხი ბავშვი და დედა, რამდენიმე დღის წინ შემოვიდნენ, როდესაც ოჯახის დანარჩენ წევრებს დაუდასტურდათ.
პირველ ეტაპზე დაუდასტურდა ლაბორატორიულად 13 წლის შვილს, რომელიც მამასთან იქნა გადაყვანილი. დედა და სამი ბავშვი განმეორებით კვლევაზე გაუშვეს. მათგან 2 წლის ბავშვს დღეს დაუდასტურდა. ანუ ოთხი ბავშვიდან ორს აქვს დადასტურებული.
15 წლის ბინაზეა, მას არ აქვს არც კლინიკა და არც დადასტურებული. 13 წლის ბავშვი დადასტურებულია, მამასთან ერთად მკურნალობს, მაგრამ გართულების გარეშე. 2 წლის ბავშვი მკურნალობს ჩვენთან კოვიდ დადასტურებული, მასთან კლინიკა და რამე გართულება ამ ეტაპზე არ არის, აქვს მხოლოდ მაღალი ცხელება. ხოლო 6 წლის შვილიც ასევე დაუდასტურებელია, მაგრამ აქვს მშრალი ხველება. ზომიერად გამოხატული კლინიკური სიმპტომები და ამ ეტაპზე ბრონხიტის დიაგნოზით მკურნალობს კლინიკაში. რაც შეეხება დედას, ორჯერადი კვლევით ორივე უარყოფითია და არც რაიმე კლინიკური სიმპტომები გამოხატული არ აქვს“ , – განაცხადა მალვინა ჯავახაძემ.