ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 13 პაციენტია, მათ შორის სამი ახალი შემთხვევაა
ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 13 პაციენტია, მათ შორის სამი ახალი შემთხვევაა

ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი შიდაგავრცელებას უკავშირდება.

როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 41 პაციენტი მკურნალობს.

„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 41 პაციენტი მკურნალობს. ახალი დადასტურებული პაციენტებიდან ჩვენთან სამი პაციენტია. სულ დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს 13 პაციენტი. ყველა მათგანის კლასტერი ცნობილია. სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდაგავრცელებაა. არც ერთი არ არის ეკლესიასთან შეხებაში ყველა ახალი პაციენტის ოჯახის წევრი უკვე მკურნალობს აღნიშნული დიაგნოზით. აღნიშნული პაციენტები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. მათი ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია. კრიტიკული პაციენტი არცერთი არ არის“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 13 პაციენტიდან 18 წლამდე არის ექვსი. ყველა მათგანის მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი. ამასთან, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ამ ეტაპზე განმეორებითი კვლევით გამოჯანმრთელების შედეგი არ არის.