ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ხვალ ელოდებიან
ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ხვალ ელოდებიან.
როგორც ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის ექიმმა, თამარ სოკოლოვამ განუცხადა, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში მკურნალობას 14 პაციენტი გადის, საიდანაც კორონავირუსი შვიდ შემთხვევაშია დადასტურებული.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 14 პაციენტი. აქედან შვიდს აქვს დადასტურებული კორონავირუსი. ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ველოდებით. გვყავს სამი ახალი პაციენტი, რომლის ანალიზის პასუხი ჯერჯერობით აღებულიც არ არის, შესაბამისად კვლევები უტარდებათ ამ პაციენტებს. დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე გამორიცხულია „კოვიდ-19“, მაგრამ მკურნალობას აგრძელებენ ჩვენს სტაციონარში. მდგომარეობა ამ ეტაპზე ხუთი ძველი პაციენტის არის სტაბილური, დინამიკა ბევრად უკეთესია, თუმცა რჩება საყუღადღებო, რადგან ის ვირუსი ჯერჯერობით ისევ კვლევის სტადიაშია. დანარჩენი ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. ორმხრივი პნევმონია აქვს. აქვს სუნთქვის უკმარისობა, მკურნალობა ახალდაწყებულია და შესაბამისად, თანდათან დინამიკაში ველოდებით შედეგს, თუმცა ჯერჯერობით მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და მძიმეც შეიძლება ითქვას“, – გნცხადა თამარ სოკოლოვამ.