ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ დღეს კვლევაში კიდევ 13 პაციენტი ჩაერთვება
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის, მათ კლინიკაში არის 22 დადასტურებული შემთხვევა.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა ერთით. დღეს არის 22 დადასტურებული დიაგნოზი.სულ ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 51 პაციენტი. აქედან 18-წლამდე არის შვიდი. 13 პაციენტი ჩაერთვება დღეს კვლევაში. პაციენტებიდან ცხრა პირი არის საყურადღებოა. რაც შეეხება სასულიერო პირის მდგომარეობას, უცვლელია, სტაბილურად საყურადღებო“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მაკა სოლოღაშვილის თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის შიდა გადაცემის შემტხვევაა.
„ახალი პაციენტზე გადადების წყარო ცნობილია, გადაედო ოჯახის წევრისგან, თუმცა უფრო შორი წყაროს დადგენა მიმდინარეობს, ჯერჯერობით არ დგინდება. ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისი ოჯახის წევრიც ჩვენთან მკურნალობს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.