ბოჭორიშვილის კლინიკაში 63 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში 63 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგანს 13 მდგომარეობა საყურადღებოა, ერთის კი, მძიმე.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, კლინიკის ბოქსებში 74 პაციენტია, მათგან 63 არის ინფიცირებული.
„დღეს დაგვემატა ოთხი ახალი პაციენტი. ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. ჩვენს კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 12 პაციენტია. 13 პაციენტია საყურადღებო.ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. არ აქვს მას არც ჭარბი წონა, მას არ ჰქონდა არც დატვირთული ანამნეზი, ასაკობრივადაც არის ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ რეანიმაციაში. რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ოთხი ახალი პაციენტიდან არიან დედა-შვილი. ერთი დედა- შვილი გორიდან არის გადმოყვანილი. მეორე დედა-შვილის ოჯახის წევრები ჩვენს კლინიკაში მკურნალობდნენ, ცნობილი კლასტერია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.