ბოჭორიშვილის კლინიკაში 62 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა საყურადღებოა 
ბოჭორიშვილის კლინიკაში 62 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა საყურადღებოა 

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 75 პაციენტია მოთავსებული, მათგან 62 არის ინფიცირებული.

როგორც ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, კლინიკაში 18 წლამდე ასაკის ათი მოზარდი მკურნალობს.

„პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ხუთი არის საყურადღებო. ექვსი გამოჯანმრთელება გვაქვს, აქედან სამი გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკას დღეს დაემატა ერთ ინფიცირებული პაციენტი.

„გვაქვს ერთ ახალი შემთხვევა, რომელიც ეკუთვნის თეთრიწყაროს კლასტერს, არის საშუალოს ხნის ქალბატონი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირაა, რაც ახალი პაციენტების გამოვლენა არის დაბალი.

„არ უნდა მოვდუნდეთ, სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ და დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.