ბოჭორიშვილის კლინიკაში 44 ინფიცირებული პაციენტი რჩება, მათგან ხუთის მდგომარეობა საყურადღებოა
ბოჭორიშვილის კლინიკაში 44 ინფიცირებული პაციენტი რჩება, რომელთაგან ხუთის მდგომარეობა საყურადღებოა.
როგორც კლინიკის ინფექციონისტმა, თამარ სოკოლოვმა განაცხადა, ინფიცირებულთაგან რვა არასრწულოვანია.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 47 პაციენტი. მათგან დადასტურებული „კოვიდ 19“ არის 44 შემთხვევა. აქედან რვა არასრუწლოვანია. დღეს გაიწერა სტაციონარიდან ათი პაციენტი. ამ ეტაპზე ველოდებით ოთხი პაციენტის პასუხს. ასევე, ხვალ დილიდან ასევე ჩაერთვება კვლევაში სამი პაციენტი. ამ ეტაპზე ყველა პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, დამაკმაყოფილებელი, რამდენიმე მათგანს აქვს პნევმონია, თუმცა სტაბილურია და არ არის გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია.
ხუთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება, თუმცა არ საჭიროებენ რეანიმაციას. გუშინ შემოსული პაციენტი, თეთრიწყაროს კლასტერის ექთანი ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ შედარებით საყურადღებო რჩება, რადგან ჯერ ახალი პაციენტია და კვლევის პასუხების მიხედვით ზუსტად დადგინდება მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ინფექციონისტმა.