ბოჭორიშვილის კლინიკაში 14 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან, კიდევ შვიდ პაციენტს კი ხვალ გამოიკვლევენ
ბოჭორიშვილის კლინიკაში 14 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან, კიდევ შვიდ პაციენტს კი ხვალ გამოიკვლევენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ინფექციონისტმა, ნინო ალხაზანიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 84 პაციენტია, მათგან 67 დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით.
„ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ პაციენტებიდან 12 არის 18 წლამდე. ველოდებით თოთხმეტი პაციენტის პასუხს და ხვალისთვის უკვე კვლევაში ჩაერთვება შვიდი პაციენტი. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. 16 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო“, – განაცხადა ნინო ალხაზანიშვილმა .