ბოჭორიშვილის კლინიკა დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა
ბოჭორიშვილის კლინიკა დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა.

ამის შესახებ ინფექციონისტმა, თამარ სოკოლოვმა განაცხადა. მისივე თქმით, კლინიკაში 56 პაციენტია მოთავსებული, მათგან 44 დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებულთაგან ათი არასრულწლოვანია. როგორც სოკოლოვი აცხადებს, სტაციონარში ხუთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე ცხელების ზონაში მკურნალობას განაგრძობს 56 პაციენტი, აქედან დადასტურებული კოვიდინფექციით არის 44 პაციენტი. 18 წლამდე ასაკის გვყავს ათი დადასტურებული შემთხვევა. ამ ეტაპზე საყურადღებოა და მძიმე რჩება ხუთი პაციენტის მდგომარეობა, მათგან ორი ამ წუთას აგრძელებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. დღეს გაეწერა სამი პაციენტი გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე ველოდებით ასევე ოთხი პაციენტის პასუხს, ხოლო დილისთვის კვლევაში ჩაერთვება ოთხი ახალი პაციენტი“,- განაცხადა თამარ სოკოლოვმა.