„ბლუმბერგი“ - უკრაინამ რუსეთის მონაწილეობით მეორე სამშვიდობო სამიტი, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართოს
უკრაინამ მეორე სამშვიდობო სამიტი, ამჯერად რუსეთის მონაწილეობით, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართოს.
ამის შესახებ „ბლუმბერგს“ უკრაინელმა და დასავლელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის დაცვით განუცხადეს.
რამდენიმე დასავლელი მაღალჩინოსანის თქმით, ნებისმიერი შეხვედრა უნდა იყოს ყურადღებით ორგანიზებული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნითა და კონტროლირებადი მოლოდინებით.
ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი კი არ არის დარწმუნებული, რომ სამიტი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით შედგება.
მაღალჩინოსნებმა „ბლუმბეგრს“ განუცხადეს, რომ აშშ-ის არჩევნებადე სამიტის ორგანიზების მცდელობები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ჩქარობს ასეთი შეხვედრის ორგანიზებას, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების პერსპექტივამდე.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წელს მეორე სამშვიდობო სამიტის ჩატარების სურვილი აქვს და იმედი გამოთქვა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ამ ინიციატივაში.