„ბლუმბერგი“ - უკრაინა აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას თუ ვერ მიიღებს, შესაძლოა, გადასახადები გაზარდოს
უკრაინა აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას თუ ვერ მიიღებს, შესაძლოა, გადასახადები გაზარდოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინა მუშაობს გეგმაზე, რომელიც დაეხმარება, მოიპოვოს საჭირო თანხები და დაფაროს ბიუჯეტის დეფიციტი, თუ აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.
გამოცემის თანახმად, გეგმა მოიცავს სამ ძირითად ელემენტს: შიდა ობლიგაციების გაყიდვების გაფართოებას, გადასახადების გაზრდას და ხარჯების შემცირებას.
სააგენტოს ცნობით, უკრაინის ოფიციალური პირები საერთაშორისო სავალუტო ფონდს გეგმას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გააცნობენ.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მზად არის, შეასრულოს ვალდებულებები, სახაზინო დეპარტამენტი და ეროვნული ბანკი მიიჩნევენ, რომ არსებობს რისკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საბჭომ არ დაამტკიცოს შემდგომი სესხის გეგმის გარეშე დაფარვა, თუ აშშ-ის დახმარება კვლავ დაბლოკილი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, კიევმა წელს 5,3 მილიარდი დოლარი უნდა მიიღოს“, – წერს „ბლუმბერგი“.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა საზღვრის უსაფრთხოებას, უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.