„ბლუმბერგი“ - შვედეთის, თურქეთისა და ფინეთის ლიდერების შეხვედრაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ თურქეთი დათანხმდეს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს
შვედეთის, თურქეთისა და ფინეთის ლიდერების შეხვედრაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ თურქეთი დათანხმდეს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
სტოკჰოლმის მოლოდინის მიუხედავად, რომ ანტიტერორისტული კანონის მიღების შემდეგ ის შეძლებდა ნატო-ში გაწევრიანებას, ასე არ აღმოჩნდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ანკარა არ არის მზად შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის დასამტკიცებლად.
თურქეთს სურს, რომ შვედეთმა უფრო მეტი გააკეთოს თავისი დანაპირების შესასრულებლად, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას ვილნიუსის სამიტამდე.
ანკარაში მიაჩნიათ, რომ სტოკჰოლმმა ჯერ სრულად უნდა განახორციელოს ტერორიზმის შესახებ ახალი კანონი, რათა აღკვეთოს ანტითურქული პროტესტი.
შვედეთის მტკიცებით, ახალი ანტიტერორისტული კანონის მიღებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. სტოკჰოლმში ასევე აცხადებენ, რომ აქვთ საერთო ინტერესი, თურქეთთან ერთად უფრო მჭიდრო ძალისხმევა გასწიონ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს, ანკარაში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება ერთობლივი ფორმატის ფარგლებში მომდევნო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.