„ბლუმბერგი“ - სანკტ-პეტერბურგში პუტინის წლევანდელი ეკონომიკური ფორუმი რუსეთის იზოლაციას აჩვენებს
„ბლუმბერგი“ - სანკტ-პეტერბურგში პუტინის წლევანდელი ეკონომიკური ფორუმი რუსეთის იზოლაციას აჩვენებს

სანქტ-პეტერბურგში პუტინის წლევანდელი ეკონომიკური ფორუმი რუსეთის იზოლაციას აჩვენებს. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, უკრაინაში ინტერვენციამდე ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი სანკტ-პეტერბურგში იყო მაგნიტი გლობალური პოლიტიკოსებისა და ინვესტორებისთვის, ახლა კი ის წარმოადგენს რუსეთის სულ უფრო ღრმა იზოლაციის საზომს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები ყველა საშუალებით ცდილობდნენ, წლევანდელი ფორუმის პროგრამაში მსხვილი პოლიტიკური ფიგურების ჩართვას, თუმცა რუსეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ზოგიერთმა ლიდერმაც კი ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი 14 ივნისს გაიხსნება და 17 ივნისს დაიხურება.

როგორც გამოცემა წერს, ვინაიდან ევროპელი და ამერიკელი ბიზნესლიდერები თითქმის არ არიან წარმოდგენილი, სანკტ-პეტერბურგის 26-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ძირითადად არიან დაბალი დონის ჩინოსნები ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომთან ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აზიის წარმომამდგენლები.

წინა წლებში ფორუმის სტუმრებს შორის თუ იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის მაშინდელი კანცლერი ანგელა მერკელი, წელს ყველაზე მაღალი დონის ევროპელი წარმომადგენელი ღონისძიებაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო იქნება. ის, ვენესუელის ნავთობის მინისტრთან ერთად, გლობალური ენერგეტიკის შესახებ პანელში მიიღებს მონაწილეობას.