„ბლუმბერგი“ - სამხედრო დახმარების ნაკლებობამ, შესაძლოა, აიძულოს უკრაინა, დაეთანხმოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს სუსტის პოზიციიდან
სამხედრო დახმარების ნაკლებობამ, შესაძლოა, აიძულოს უკრაინა, დაეთანხმოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს სუსტის პოზიციიდან, – ამის შესახებ „ბლუმბერგის“ სტატიაშია აღნიშნული.
სტატიის თანახმად, უარეს შემთხვევაში, საოკუპაციო არმიას შეუძლია, გაარღვიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა და მაშინ კრემლს საერთოდ არ ექნება მოლაპარაკების მიზეზი.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის ასეთი პროგნოზები ძალიან საშიშია. სტატიის თანახმად, ისინი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ფედერაციის გამარჯვების შემთხვევაში მოსკოვი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება, თუმცა, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამავდროულად, დასავლეთში არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს საფრთხე არ ესმით.
სტატიის ავტორები ფიქრობენ, რომ საფრთხე არის ფრონტის გაფართოება ისრაელში, რადგან ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები იძულებული გახდება, ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეს საარტილერიო საბრძოლო მასალა გადასცეს.