„ბლუმბერგი“ - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობით არის დაინტერესებული
„ბლუმბერგი“ - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობით არის დაინტერესებული

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

„ლატვია თუ გადაწყვეტს საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გენერალური მდივნის თანამდებობაზე, კრიშიანის კარინში მზადაა, მიიღოს მონაწილეობა“, – ნათქვამია კარინშის წარმომადგენლის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კარინშს შეუძლია, შესთავაზოს „წვლილის შეტანა ალიანსს პრემიერ-მინისტრობის გამოცდილებით, რუსეთის მხრიდან საფრთხის მკაფიო გაგებით, უკრაინის მიმართ მტკიცე პოზიციით და საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევის დადასტურებული გამოცდილებით“.

როგორც მედია წერს, სტოლტენბერგის შემცვლელად სავარაუდო კანდიდატები არიან ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, რომელიც არჩევნების შემდეგ დატოვებს თანამდებობას, და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის ვადაც სრულდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობით ასევე დაინტერესებულია ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.