„ბლუმბერგი“ - „კოვიდ-19"-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს 184 ქვეყანაში 8.95 მილიარდი დოზა აცრაა გაკეთებული
„კოვიდ-19″-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს 184 ქვეყანაში 8.95 მილიარდი დოზა აცრაა გაკეთებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უახლესი მაჩვენებელი იყო დაახლოებით 43.4 მილიონი დოზა დღეში. ეს ნიშნავს 116 აცრას ყოველ 100 ადამიანზე.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში და რეგიონებში 10-ჯერ უფრო სწრაფად იცრებიან, ვიდრე ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ვაქცინაციის პროცესი სხვადასხვა რეგიონში ჯერ კიდევ არათანაბრად მიმდინარეობს.
გამოცემის შეფასებით, ჩინეთში 2.7 მილიარდი აცრა გაკეთდა: მოსახლეობის 88.6 პროცენტმა მიიღო მინიმუმ ერთი დოზა, 85.2 პროცენტმა პროცესი დაასრულა. აშშ-ში სრულად არის აცრილი 61.7 პროცენტი, საფრანგეთში – 79.6 პროცენტი, გერმანიაში – 70,9 პროცენტი, დიდ ბრიტანეთში – 70,7 პროცენტი.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 279.55 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორის 5.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.