„ბლუმბერგი“ - ბრიტანეთში, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს და მისი ადგილი თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდანტმა დაიკავოს
მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს და მისი ადგილი თემთა პალატის ლიდერმა, პენი მორდანტმა დაიკავოს.
მედიის ინფორმაციით, ეს ცვლილებები ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელდება. გამოცემა „ბლუმბერგს“ წყარო ეუბნება, რომ ეს სცენარი იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ არჩევნებში კონსერვატიული პარტია დამარცხდება. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების ფონზე კი კონსერვატიულ პარტიას დამაიმედებელი პროგნოზი არ აქვს.
არჩევნები დიდ ბრიტანეთში 2024 წლის 2 მაისს არის დაგეგმილი.