„ბლუმბერგი“ - აშშ მზადაა, რუსეთის მტრულ ქმედებებზე პასუხი გასცეს
„ბლუმბერგი“ - აშშ მზადაა, რუსეთის მტრულ ქმედებებზე პასუხი გასცეს

„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ მზადაა, რუსეთის მტრულ ქმედებებზე პასუხი გასცეს. ამის შესახებ სააგენტოს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უთხრა.

როგორც სააგენტო წერს, აშშ-ში უკვე შეაგროვეს რუსეთის მტრული ქმედებების შესახებ მტკიცებულებები და საპასუხოდ რუსი დიპლომატების გაძევება და პრეზიდენტ პუტინის გარემოცვის წევრებისთვის სანქციების დაწესება განიხილება.

კრემლის მტრულ ქმედებებს შორის თეთრი სახლს ადმინისტრაციაში ასახელებენ რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევასა და აშშ-ში განხორციელებულ კიბერშეტევას.