Bloomberg - ტრამპი ქვეყნიდან ათობით რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნიდან ათობით რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. ამ ინფორმაციას Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი მრჩეველების ინიციატივას დათანხმდა და დიპლოამტების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ ორშაბათს გამოაცხადებს.
წყაროს ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდეენტი ვარუადობს, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროპელი ლიდერებიც. Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე თეთრ სახლში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ჟურანსლიტებს უთხრა, რომ ამერიკა მხარს უჭერს დიდ ბრიტანეთს.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ინფომრაცია, რომ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით მრჩეველეთა გუნდი პრეზიდენტს ურჩევს, რომ ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს.
გარდა ამისა, გავრცელბული ინფორმაციით, ევროპის 20 ქვეყანა ემზადება, რომ რუსი დიპლომატები გააძევონ.
ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. ბრიტანეთის მთავრობა სკრიპალების მოწამლვაში რუსეთს ადანაშაულებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი უკვე გააძევეს. ბრიტანეთში რუსეთის წინაააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებელობასაც განიხილავენ.